01:46 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-21 17:32:43, 1432 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ უკრაინული ძალების წვრთნას „აბრამსის“ ტიპის ტანკების გამოყენების საკითხზე უახლოეს კვირებში დაიწყებს

შეერთებული შტატები უკრაინული ძალების წვრთნას "აბრამსის" ტიპის ტანკების შენახვა/გამოყენების საკითხზე უახლოეს კვირებში დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press, აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ევროპისა და მსოფლიო ლიდერები "რამშტეინის" საჰაერო ბაზაზე უკრაინისთვის იარაღისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდების კოორდინაციის მიზნით შეიკრიბნენ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ წვრთნა დაახლოებით 10 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, სასწავლო ტანკები კი, არ იქნება ის, რაც უკრაინას გადაეცემა რუსეთის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად.

წვრთნების განმავლობაში დაახლოებით 250 უკრაინელი ჯარისკაცი გადამზადდება, ნაწილი ტანკის ოპერირებას ისწავლის, ნაწილი კი - მის შეკეთებასა და მოვლას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics