|
2023-04-21 14:53:51, 1894 ნახვა
ომი უკრაინაში
კანადამ უკრაინისთვის $28.9 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა
კანადამ უკრაინისთვის $28.9 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანიდის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, დახმარების პაკეტი 40 ცალ სნაიპერულ შაშხანას, Leopard 2-ის ტიპის ტანკებისთვის განკუთვნილ 16 რადიოსადგურს და NATO-ს მიერ შექმნილ კიევის დახმარების ფონდში კონტრიბუციას მოიცავს. "დღეს კანადის მიერ გამოცხადებული შემოწირულობები და მხარდაჭერა დაეხმარება უკრაინას მიაწოდოს ყველაფერი, რაც აუცილებელია მისი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“,- განაცხადა ანიტა ანანიდმა. მისივე თქმით, კანადის მიერ გამოგზავნილი Leopard 2-ის ტანკები უკვე პოლონეთშია, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს კანადელი ინსტრუქტორები ამ ტექნიკის მართვას ასწავლიან. შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის კიდევ 55 მილიონ ევროს გამოყოფს, რაც ქვეყანას მომავალი ზამთრისთვის მომზადებაში დაეხმარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)