|
2023-04-20 20:39:52, 1382 ნახვა
ომი უკრაინაში
კულება - EU-ს უუნარობა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ იმედგაცრუებას იწვევს
ევროკავშირის უუნარობა განახორციელოს საკუთარი გადაწყვეტილება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის შესახებ იმედგაცრუებას იწვევს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინისთვის უმოქმედობის ღირებულება ადამიანების სიცოცხლეში იზომება. „ეს არის ტესტი იმისა, აქვს თუ არა ევროკავშირს სტრატეგიული ავტონომია უსაფრთხოების სფეროში ახალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. უკრაინისთვის უმოქმედობის ღირებულება ადამიანების სიცოცხლეში იზომება“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეგახსენებთ, Politico-ს ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის გეგმის ერთ-ერთ პუნქტში პროგრესს ვერ მიაღწიეს, კერძოდ დავა ეხება საკითხს, თუ ვისთან გაფორმდება საბრძლო მასალის წარმოების კონტრაქტები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)