21:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-20 13:50:40, 1141 ნახვა

ეკონომიკა
შამუგია - სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებულია 218 ახალი საწარმოს შექმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი სექტორის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. 

„2014 წლიდან მიმდინარეობს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის. პროგრამის დაწყებიდან, დღემდე, დაფინანსებულია 218 გადამმუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა.

დაფინანსებული საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად, შეიქმნება 250 მლნ ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურის ტევადობა 130 000 ტონას მიაღწევს. 128 საწარმო უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად, იწარმოება 130 მილიონი ლარის პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 43 000 ტონა პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics