01:51 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 16:40:57, 1517 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი ვოლინში ჩავიდა [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვოლინის რეგიონს, ბელარუსისა და პოლონეთის სასაზღვრო მონაკვეთს ეწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკი შეხვდა მესაზღვრეებს და მათ სამშობლოს დასაცავად გაწეული შრომისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. 

მესაზღვრეებმა პრეზიდენტს აცნობეს, რომ უკრაინის საზღვრის საიმედო დაცვისა და ბელარუსის ტერიტორიიდან მტრის შესაძლო შემოჭრის მოსაგერიებლად, საინჟინრო ბარიერები შენდება.

"ვოლინი - უკრაინის საზღვარი ბელარუსსა და პოლონეთთან. ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ ყოფნა, რათა მადლობა გადავუხადო ჩვენს მესაზღვრეებს სახელმწიფო საზღვრის დაცვისთვის. ბახმუტში, ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ვიცი, როგორ მტკიცედ იდექით იქ.

ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რომ ასეთი ძლიერი მესაზღვრეები გვყავს. შევინარჩუნოთ ძალა, სამართლიანობა და რისხვა, რაც გვაქვს ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. ყველას მხოლოდ გამარჯვებას გისურვებთ!" - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ,18 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ავდიევკაში იმყოფებოდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics