00:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 12:02:46, 1332 ნახვა

რეგიონი
შუახევში ხაბელაშვილები-ხიჭაურის სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

შუახევში, ინფრასტრუქტურული ღონისძიების ფარგლებში,  ხაბელაშვილები-ხიჭაურის სასმელი წყლის მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაო პროცესს შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატთან ფრიდონ ფუტკარაძესთან  და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და ადგილობრივებს გაესაუბრა.

"აღნიშნულ მონაკვეთზე წყალსადენის ქსელის 2,7 კმ სიგრძის მოძველებული მონაკვეთი ახლით შეიცვლება, მიმდინარეობს მიწის გრუნტის დამუშავება და მილების ჩაწყობა-შედუღებითი სამუშაოები.

პროექტის განხორციელების შედეგად, ახალი წყალსადენით ჭვანა-ხიჭაურის მოსახლეობა და მიმდებარე დაწესებულებები ისარგებლებენ.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება. პროექტზე 395 000 ლარამდე დაიხარჯება.

პარალელურად, აღნიშნულ ლოკაციაზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 6 კმ  საავტომობილო გზის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს", - ნათქვამია შუახევის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics