21:12 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-11 20:01:22, 1425 ნახვა

ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფორმატში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, კატერინა მატერნოვას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ასევე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისთვის ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პირობის შესრულებასა და ამ კონტექსტში რეფორმების გატარების კუთხით არსებულ ვითარებას.

ფინანსთა მინისტრმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის მაკროეკონომიკური და  ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების, ასევე, საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის შესახებ.

ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს სხვადასხვა სექტორში ევროკავშირის მიერ გაწეულ მხარდაჭერას და იმედი გამოთქვა, რომ ეს პარტნიორობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ენერგეტიკული კავშირების გაძლიერების და ამ კუთხით, შავი ზღვის ელექტრო წყალქვეშა კაბელის მშენებლობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები: გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე, მირზა გელაშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics