|
2023-04-10 16:56:14, 1469 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი - პუტინმა უკრაინაზე შეტევით ცხოვრებისეული შეცდომა დაუშვა, რის შემდეგაც ICC-ის ეჭვმიტანილ დამნაშავედ იქცა
მან [პუტინმა] შეცდომა დაუშვა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, როდესაც უკრაინაზე იერიში მიიტანა, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ის, რაც რუსეთის მხრიდან 20 წლის განმავლობაში იგეგმებოდა, თავიდანვე კრახით დასრულდა და წლების განმავლობაში ვეღარ გამოსწორდება. მან დასძინა, რომ პუტინი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანის სტატუსით სარგებლობდა, უკრაინაში წარმოებული ომის შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ტრიბუნალის ეჭვმიტანილი კრიმინალის სტატუსზე გადავიდა. "ის, რაც 20 წლის განმავლობაში მზადდებოდა და თავიდანვე ჩავარდა, ერთ, ორ, ან სამ წელიწადში ვერ გამოსწორდება. მან შეცდომა დაუშვა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, როდესაც უკრაინაზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანი ჰააგის ტრიბუნალის ეჭვმიტანილი კრიმინალის სტატუსზე გადავიდა", - განაცხადა დანილოვმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)