02:58 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 13:58:58, 1526 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს. დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 მოქალაქე კი, დაიჭრა.

კირილენკოს თქმით, ოკუპანტებმა იერიში ოლქის რამდენიმე ლოკაციაზე მიიტანეს.

"დონეცკის მიმართულებით რუსებმა ავდიივკაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს წინა დილით - სასტუმრო და სასამართლოს შენობა დაზიანდა. დღის განმავლობაში კურახოვოს გარეუბნები 6-ჯერ დაბომბეს, ოჩერეტინსკის თემში დიდი ხმაური იყო - მსხვერპლის გარეშე. დაიბომბა ჩასოვიარისა და სოლედარის თემის სოფლები - მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. ლისიჩანსკის მიმართულებით 3 სახლი დაინგრა და ზვანოვკაში 6 დაზიანდა, 4 სახლი დაზიანდა პერეეზდნოში, ასევე დაზიანდა კერძო სახლები სევერსკში",- დაწერა კირილენკომ Telegram-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics