|
2023-03-16 14:41:06, 1913 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ჩამოქვეითდა
Heritage Foundation-მა 2023 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო 9 ადგილით ჩამოქვეითდა და 176 ქვეყანას შორის 35-ე, ხოლო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის 21-ე ადგილს იკავებს. საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 68.7-ია, რითაც ქვეყანამ "მეტწილად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფიდან "ზომიერად თავისუფალი" ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნები შემდეგი კრიტერიუმის მიხედვით ფასდებიან: კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლება, ხელისუფლების ერთიანობა, მართლმსაჯულების ეფექტიანობა); მთავრობის ზომა (სახელმწიფო ხარჯები, საგადასახადო ტვირთი, ფისკალური სტაბილურობა); რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება, მონეტარული თავისუფლება); საბაზრო თავისუფლება (საგარეო ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტირების თავისუფლება, ფინანსური თავისუფლება). Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური, მეორეს შვეიცარია, ხოლო მესამეს ირლანდია იკავებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)