21:32 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-12 09:45:53, 1840 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში თავდაცვის კოდექსის მიზნებზე, ძირითად სიახლეებსა და სოციალური დაცვის კუთხით მის უპირატესობებზე  კიდევ ერთხელ ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი სწორედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის უფრო მოქნილ, გამარტივებულ  პირობებში მოხდას ითვალისწინებს, რაც ერთ-ერთი  მთავარი მიზნის, ქვეყანაში სათანადოდ მომზადებული  რეზერვის შექმნის მიღწევაში დაგვეხმარება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ  ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ ნებაყოფლობით შეეხებათ:

„სტუდენტები ნებაყოფლობით აირჩევენ იმ პროგრამას, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, რაც ყოველწლიურად, ერთი თვის განმავლობაში სავალდებულო ჯარის გავლას გულისხმობს“.  

თავდაცვის მინისტრმა  საზოგადოებას  შეახსენა, რომ  საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახური ამჟამადაც მოქმედებს, აღნიშნული რეფორმა კი არა არსებით, რადიკალურ ცვლილებას, არამედ წვევამდელთა ეროვნული სამსახურის უფრო  მოქნილ და მარტივ სისტემად გარდაქმნას შეუწყობს ხელს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics