22:24 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-27 12:22:12, 1839 ნახვა

სამხედრო
ქართველმა დაჭრილმა სამხედროებმა აშშ-ში, „საჰაერო ძალების თამაშებზე“ ოქროს მედალი მოიპოვეს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდი აშშ-ში, „საჰაერო ძალების თამაშებზე“ წარმატებით ასპარეზობს. მჯდომარე ფრენბურთის  ფინალურ თამაშში საქართველოს ნაკრები აშშ-ის საჰაერო ძალების გუნდს დაუპირისპირდა და ოქროს მედალი მოიპოვა.

უწყების ცნობით, საქართველოს გუნდის ანგარიშზეა ბრინჯაოს მედალიც. ძალოსნობაში, 73 კგ წონით კატეგორიაში, დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, უმცროსმა სერჟანტმა იაგო კაკულიამ მესამე ადგილი დაიკავა.

თავდაცის სამინისტროს  გუნდი „საჰაერო ძალების თამაშებზე“ ასპარეზობას განაგრძობს და მონაწილეობას მიიღებს პარაკალათბურთის, მშვილდოსნობის, სროლისა და მძლეოსნობის შეჯიბრებებში.

ტურნირისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13- კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. „საჰაერო ძალების თამაშებში“ ქართველი სამხედროები წელს პირველად ასპარეზობენ. ლას-ვეგასის საჰაერო ბაზაზე საერთაშორისო საჰაერო თამაშები 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics