|
2023-02-23 10:36:54, 1455 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ყვარელში თხილის ბაღები დააფინანსა
ბაზისბანკმა, შპს ვოიაჟ ჯორჯიასთან თანამშრომლობით, ყვარლის რაიონში, 26 ჰექტარზე გაშენებული თხილის მსხმოიარე ბაღისთვის საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად 100,000 ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 49,000 ლარი გაიცა შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტის, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ კომპანია სეზონზე 70 ტონამდე მოსავალს იღებს და მომდევნო წლებში წარმადობის ეტაპობრივად ზრდას გეგმავს. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ქართულ, ასევე საზღვარგარეთის ბაზრებზე ხორციელდება. ბაღებში სრულად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. „მიმდინარე წლიდან, სახელმწიფომ, მეთხილე ფერმერებისთვის ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც, საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, ფერმერს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგრო კრედიტით. სახელმწიფოს მიერ სესხის თანადაფინანსება 8%-ით და 12 თვის ვადით ხორციელდება. აღნიშნული კრედიტით ფერმერს შეუძლია დაიფინანსოს პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების, შრომითი რესურსების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების და ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების ხარჯები. ყოველთვის მზად ვართ განვავითაროთ თანაშრომლობა სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე კომპანიებთან, რითიც ხელს ვუწყობთ ფერმერული მეურნეობების განვითარებას და ვუქმნით ბიზნესს წარმატების ახალ შესაძლებლობებს.“ - განაცხადა ბაზისბანკის აგრო ბიზნესის მიმართულების უფროსმა, შმაგი ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)