21:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 16:28:41, 1034 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება ყაზახურ ავიაკომპანიასთან „ფლაიაინსტანი" და შედეგად, დაიწყება პირდაპირი რეგულარული ფრენები ქუთაისსა და ალმატის შორის

წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება პარტნიორ ყაზახურ ავიაკომპანიასთან „ფლაიაინსტანი". შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყება პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ქუთაისსა და ალმატის შორის. ამით ფრენების სიხშირეთა რაოდენობა კვირაში 15-მდე გაიზრდება. ამ ეტაპზე, საქართველოში ფრენები ყაზახეთის 4 ქალაქიდან ხორციელდება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ალმატი მნიშვნელოვანი დანამატია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, საქართველოს ავიაბაზრისა და ტურიზმის სექტორისთვის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

„დამატებითი სიხშირეები და მიმართულებები ხელს უწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას. განსაკუთრებით გამოვყოფდი ყაზახეთს, როგორც ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„ფლაიარისტანი" კვირაში ორი სიხშირით ფრენებს ალმატი - ქუთაისის მიმართულებით 4 ივნისიდან შეასრულებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics