21:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-13 11:10:05, 1470 ნახვა

ეკონომიკა
საერთაშორისო ტექ-კომპანია Thoughtworks რეგიონში პირველად „თიბისი“ ჯგუფთან ითანამშრომლებს

საერთაშორისო ტექნოლოგიურმა საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks-მა „თიბისი“ ჯგუფთან თანამშრომლობა დაიწყო, რაც Thoughtworks-ის  პირველი პარტნიორობაა რეგიონში.

კომპანია Thoughtworks ტექნოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში „თიბისის“ ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაში დაეხმარება და Microsoft, AWS (Amazon Web Services), Google Cloud და სხვა წარმატებულ კომპანიებთან პარტნიორობით მიღებულ ცოდნას გაუზიარებს. Thoughtworks-თან პარტნიორობა „თიბისისთვის“ დიდი წინსვლაა ტექნოლოგიური თვალსაზრისით, რადგან სიახლეების მიწოდების სიხშირესთან ერთად, გაიზრდება მიწოდებული პროდუქტისა და მომსახურების ხარისხი.

ტექნოლოგიური საკონსულტაციო კომპანია Thoughtworks გლობალურ მასშტაბებზე მოთამაშე წამყვანი ორგანიზაციაა. გამოცდილი პროფესიონალები „თიბისის“ გუნდს საჭირო რჩევებითა და ტექ. პროექტებში უშუალო (Hands-on) ჩართულობით უზრუნველყოფენ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში დაგროვებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ტექ-სამყაროს გამოწვევებისთვის ფეხის აწყობაში დაეხმარებიან.

 „თავისი არსებობის მანძილზე „თიბისი“ ყოველთვის ზრუნავდა საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაზე, რასაც აღწევდა ინოვაციური ციფრული პროდუქტებისა და სერვისების მუდმივი განვითარებით. საერთაშორისო დონის კომპანიებთან პარტნიორობა გვეხმარება, მათი ცოდნა, ხედვები და გამოცდილება ჩვენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე დავიხმაროთ და ადამიანებს გავუმარტივოთ ცხოვრება. შესაბამისად, კომპანიისთვის საამაყო სიახლეა ისეთ წარმატებულ და გამოცდილ კომპანიასთან თანამშრომლობა, როგორიც Thoughtworks-ია." - ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორი.

„თიბისი“ მუდმივად უწყობს ფეხს გლობალურ ტექნოლოგიურ ტენდენციებს და მომხმარებელს მომავალში კიდევ უფრო მეტი ციფრული სიახლის შეთავაზებას ჰპირდება.

პარტნიორობის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics