|
2015-01-06 17:52:03, 3633 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მოადგილეებთან, გოჩა რატიანთან და ლევან ღირსიაშვილთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინდია ჯანელიძემ სტუმრებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესები გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. საუბარი თავდაცვის სისტემის გამჭვირვალობის მნიშვნელობასაც შეეხო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებასთან ინტერაქციის გააქტიურებისა და ერთობლივი საქმიანი ღონისძიებების დაგეგმვის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა. შეხვედრაზე საერთაშორისო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის საკითხი, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები და არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებების განხორციელების გეგმები განიხილეს. მინდია ჯანელიძემ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტის შემუშავების საკითხს დაეთმო. მინისტრმა აღნიშნა, რომ „თავდაცვის ეროვნული სტრატეგია“ თავდაცვის პოლიტიკის ძირითადი სახელმძღვანელო იქნება და უწყებას მოქმედების გრძელვადიანი დაგეგმვის საშუალებას მისცემს. მინისტრმა ინფორმაცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კონკრეტული პროექტების შესახებაც მიაწოდა. მინდია ჯანელიძემ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ახალი კადეტთა სამხედრო ლიცეუმი შეიქმნება. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინეს და ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს გამჭვირვალობა წარმოადგენს. ამ მიზნით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათთან რეგულარულად სამუშაო შეხვედრებს მართავს. სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას და რეფორმების წარმატებით განხორციელებას“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
მარკო რუბიო - ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით მდგრადი უსაფრთხოების, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ მათ სწრაფვაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)