21:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 11:08:09, 1287 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ და ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, მესამე დისკუსია გაიმართა

„საქართველოს ბანკის“ და ანალიტიკური ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მორიგი დისკუსია საინვესტიციო პოლიტიკაზე გაიმართა.  დისკუსიაში მონაწილეობა  საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა მიიღეს. დისკუსიას მოდერაციას „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორი, გიორგი აბაშიშვილი უწევდა. დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო, ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

„ვფიქრობ, დისკუსიამ სრულად უპასუხა დასახულ მიზანს, ვინაიდან, შედგა საკმაოდ საინტერესო დიალოგი ქვეყნისათვის უმთავრეს თემაზე -  საინვესტიციო პოლიტიკაზე. ჩვენ ნათლად დავინახეთ სახელმწიფოს პრიორიტეული ხედვა ინვესტიციებთან მიმართებაში, დავინახეთ კერძო სექტორის მხარდაჭერა და მოლოდინები, ანალიტიკური სფეროს კვალიფიციური შეფასება. დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა ის ძირითადი გამოწვევები, საჭიროებები და შესაძლებლობები, რომელიც ქვეყნის ახალი, მნიშნელოვანი როლიდან გამომდინარე დგას. ჩვენ დავინახეთ, რომ აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან სრული მზაობა არსებობს“,- განაცხადა „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა.

პროექტის „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური  და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით. „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში პირველი დისკუსია „ეკონომიკური დიპლომატიის“ შესახებ გასულ წლის 10 ოქტომბერს გაიმართა, ხოლო მეორე დისკუსია კი 12 დეკემბერს ჩატარდა, რომლის მთავარი თემა იყო - „შუა დერეფნის მნიშვნელობა და საქართველოს როლი“. 

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის იანვარში, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისსა“ და პოლონურ კვლევით ორგანიზაციას - „Foundation Institute for Eastern Studies” - შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის შედეგადაც, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მსხვილი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი უკვე „საქართველოს ბანკისა“ და "ჯეოქეისის" ერთობლივი პროექტის მთავარი ,ექსკლუზიური საერთაშორისო პარტნიორია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics