|
2015-02-07 12:59:26, 798 ნახვა
პოლიტიკა
მინაშვილი: ხელისუფლება აქციაზე ხალხის მისაყვანად სახელისუფლებო ბერკეტს იყენებს (ვიდეო)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს. გამართულ ბრიფინგზე აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება სახელისუფლებო ბერკეტს მოქალაქეების ამა თუ იმ ღონისძიებაზე მისაყვანად იყენებდა. მინაშვილის თქმით, აღნიშნული ფარული ჩანაწერი 2014 წლის 31 იანვარს ზუგდიდში გამართული აქციის დროსაა გაკეთებული, რა დროსაც აქციის მონაწილეები ახალაიების ოჯახის წინააღმდეგ გამოვიდნენ. „ამ ჩანაწერით კიდევ ერთხელ დასტურდება თუ რა ბერკეტს იყენებს „ქართული ოცნება“, რათა აქციებზე ხალხი მიიყვანოს. ისინი სახელმწიფო რესურსს იყენებენ, რათა აქციაზე მოქალაქეები მიიყვანონ. ისინი აქციებს ხელოვნურად დგამენ და ხარჯები ძირითადად ან ხელისუფლებას ეკისრება ან ადგილობრივ თვითმმართველობას, რაც ყოვლად დაუშვებელია“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)