|
2023-01-17 18:04:01, 1930 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბურ კიბერსწავლებას შეუერთდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას დიდი ბრიტანეთის არმიის მიერ ორგანიზებულ კიბერსწავლებაში Defence Cyber Marverl 2. სწავლება რეალურ დროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საინფორმაციო სისტემებზე კიბერშეტევების სიმულირებას ითვალისწინებს და მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. თებერვალში დაგეგმილი სწავლება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ბრიტანულ მხარეს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგია, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება. კიბერუსაფრთხოების ბიურო, პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელს უწყობს თავდაცვის სფეროში კიბერუსაფრთხოების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებასა და ამ კუთხით ნატოსა და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობას. ბიუროს მონაწილეობა ტექნიკური პერსონალის შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში მომავალშიც გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)