22:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 13:36:09, 1266 ნახვა

ეკონომიკა
მიხეილ ხიდურელი - უმსხვილესი სინგაპურული კორპორაციის საქართველოში შემოყვანით, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტით წარმოჩინდა

საქართველოში უმსხვილესი სინგაპურული კორპორაციის შემოყვანით, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტით წარმოჩინდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა ქიმიური წარმოების ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Indorama Corporation-ის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ეს პროექტი შედგა და აღნიშნული ინვესტიცია ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი იქნება საქართველოში. კორპორაცია მომდევნო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსის ინვესტირებას გეგმავს საწარმოს მოდერნიზების, განვითარებისა და წარმოების გაფართოების მიმართულებით", - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა. მისი თქმით, მსოფლიო მასშტაბის ქიმიური წარმოების ერთ-ერთი ლიდერის საქართველოს ბაზარზე შემოყვანით სააგენტომ გადაჭარბებით შეასრულა ყველა სტრატეგიით გაწერილი მაჩვენებელი.

მიხეილ ხიდურელის თქმით, კომპანია წლების განმავლობაში სწავლობდა საქართველოს საინვესტიციო კლიმატსა და შესაძლებლობებს, რაშიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების გუნდი  აქტიურად იყო ჩართული.

სინგაპურულმა კომპანიამ, რომელსაც მსოფლიოს 38 ქვეყანაში 160-ზე მეტ საწარმო აქვს და 45,000 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმო შეიძინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა სანქციები დააწესა ოთხი ორგანიზაციისა და სამი ისრაელელი „ექსტრემისტი მკვიდრის“ წინააღმდეგ
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics