06:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-11 12:28:28, 1690 ნახვა

რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა

აჭარის დასაქმების სააგენტოს პროგრამის - ,,დასაქმების ხელშეწყობა პროფესიული მომზადება/გადამზადების გზით’’ ფარგლებში, წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.

ცერემონიალს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ღონისძიება სააგენტოს ორგანიზებით, ქობულეთის პროფესიულ კოლეჯ ,,ახალი ტალღა"-ში გაიმართა. არსებული პროფესიების ინფო ტურის ფარგლებში, კურსდამთავრებულებმა მოწვეული სტუმრებისთვის მოახდინეს პროფესიული უნარების დემონსტრირება, ასევე სხვადასხვა სიმულაციურ, პრაქტიკულ აქტივობაში მათი ჩართვა.

ღონისძიების დასასრულს, პროგრამით მოსარგებლეებს გადაეცათ კვალიფიკაციის დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი და ასევე, წარმატებულ კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით.

პროგრამა ითვალისწინებს პროფესიული უნარების შეძენის მსურველ სამუშაოს მაძიებელთა მომზადებას შემდეგ პროფესიებში: სასტუმრო მომსახურება, კულინარიის ხელოვნება, ბართენდერი, შედუღება, ელექტროობა, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, შენობა ნაგებობების ტექნიკოსი-ჰაუსმასტერი.  სწავლება განხორციელდა პროგრამაში ჩართული ტურიზმისა და სამშენებლო სფეროში ოპერირებად კომპანიებთან ერთად, პროგრამისათვის შემუშავებული მოკლევადიანი ინტენსიური სასწავლო მოდულით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics