|
2022-11-07 14:52:41, 1743 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - სსფ-ს მისიასთან მოხდა შეთანხმება განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოხდა შეთანხმება განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით, ასევე, შეჯერდა ხედვები სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან მიმართებით. „პროგრამის ფარგლებში, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას სტრუქტურულ რეფორმებზე, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მეტი ეკონომიკური მდგრადობა გლობალური გამოწვევებისადმი. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით და ამ მხრივ, ფონდთან არსებული პროგრამა დამატებითი გარანტიაა ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის, ასევე, სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ ძალიან ვაფასებთ სსფ-ის მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური მდგრადობის გზაზე. ფონდთან თანამშრომლობის ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება გვაკავშირებს და მიმდინარე პროგრამის მიმართაც იგივე მოლოდინი გვაქვს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან სსფ-ის მისიის ხელმძღვანელსა და მისიის წევრებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისა და მისიის დონეზე საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე მიღწეული შეთანხმებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)