|
2022-10-14 16:35:08, 1668 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი და გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს შეხვდნენ
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორის მოადგილეს, ბო ლის შეხვდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნის მიმდინარე და 2023 წლების მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, მონეტარული პოლიტიკის საკითხები. იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გავლენაზე რეგიონსა და მსოფლიოში. აღინიშნა, რომ გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა წელს მაღალი ტემპით იზრდება. ამასთან ითქვა, რომ მნიშვნელოვანია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელება. საუბარი შეეხო სსფ-ის პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისა და საშუალოვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის შემდგომი განვითარების მზაობა გამოხატეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)