|
2022-10-12 15:10:37, 1585 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ კერძო სექტორის წარმომადგენლებს „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" სახელმწიფო პროგრამა და სამშენებლო კოდექსში შესული ცვლილებები გააცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და მთავრობის წევრებთან ერთად დეველოპერებს შეხვდა და ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის დეტალები და სამშენებლო კოდექსში შესული ცვლილებები გააცნო. „ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება ავარიულ სახლებში მცხოვრები მოსახლეობა და მათი უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა. დაინტერესება დიდია კერძო სექტორის მხრიდან და დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთობლივი, პარტნიორული ურთიერთობით შევძლებთ, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევა გადავჭრათ შემდგომი სამი წლის განმავლობაში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა სამშენებლო კოდექსში. ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს კერძო სექტორს და ამ პროგრამის მიმართ კიდევ უფრო დიდი სტიმული გაჩნდება" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოსთან ერთად პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში. პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით შემუშავებული არაერთი ღონისძიების პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბათუმის მერიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. მანამდე მოქმედი კოდექსი ავარიული სახლის ჩანაცვლების შემთხვევაში იგივე მოცულობის შენობის აშენების შესაძლებლობას არ იძლეოდა, რაც შეუძლებელს ხდიდა ავარიულ სახლში მაცხოვრებლების ბინის პრობლემის გადაჭრას. პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 000 მლნ ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ქონების შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით. ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი ავარიულ პირობებში ცხოვრობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყველა ოჯახი, ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო საცხოვრისით. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 80 მლნ ლარს და ავარიული სახლების ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება. პროგრამის განსახორციელებლად მხოლოდ 2022 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული. მომდევნო 4 წლის გამავლობაში განხორციელდება. პროგრამის ფარგლები ეტაპობრივად საჭიროების მქონე ყველა პირი უზრუნველყოფილი იქნება ახალი უსაფრთხო საცხოვრისით. საბიუჯეტო პროგრამის პარალელურად განხორციელდება ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი საცხოვრებელი სახლების გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთების კერძო სექტორისთვის შეთავაზება.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)