01:02 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-26 14:01:31, 1331 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკმა“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 5 სტუდენტს სტიპენდია გადასცა

„საქართველოს ბანკი“, როგორც მაღალო სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, განათლების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ 5 სტუდენტს, რომელმაც 100%-იანი გრანტი მოიპოვა, სტუდენტური ბარათის სახელით ერთჯერადი სტიპენდიები გადასცა.

სტუდენტებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შედეგები აჩვენეს. ესენი არიან: ნინელი მახაჭაძე, ლელა მახარაძე, სანდრო კიკნაძე, ილია დოლიძე, ნინი დავითაძე. სტიპენდიანტები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები არიან.

„საქართველოს ბანკისთვის“ სოციალური კუთხით ერთერთ პრიორიტეტს განათლების მხარდაჭერა წამოადგენს. მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ასეთ სტუდენტებს უნდა მივცეთ შესალებლობა, კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ და მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას. ახალგაზრდები, რომლებიც საბოლოო ჯამში მაღალკვალიფიციურ კადრებად ჩამოყალიბდებიან, საკუთარ მნიშვნელოვან  წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და უკეთეს მომავალში“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics