|
2015-02-05 17:43:48, 1115 ნახვა
საზოგადოება
მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები იცვლება
16 თებერვლიდან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები იცვლება. არქიტექტურის სამსახური მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დოკუმენტის ახალ, გაუმჯობესებულ ფორმაზე გადადის. სიახლე პროცესში მონაწილე პირთათვის ინფორმაციის სწორად და სრულად მიღებას გააადვილებს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ელექტრონული განაცხადის ფორმა დაიხვეწა როგორც შინაარსობრივად, ისე გარეგნულად. კერძოდ, ერთმანეთისგან გაიმიჯნა აქტისა და პირობების შინაარსობრივი შემადგენლობა; აქტის ნაწილში გაუმჯობესდა რეკვიზიტებისა და განაცხადის შესახებ ინფორმაცია; პირობების ნაწილი დაიყო თავებად და ნაწილებად, რომლებშიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობით დაჯგუფდა ინფორმაცია მნიშვნელობის მიხედვით. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ახალ ფორმაში გამოიყო ოთხი თავი, სადაც დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ, ასევე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების თაობაზე და სანებართვო პირობებთან დაკავშირებით. „მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ცვლილების მიზანი მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პროცესში დაინტერესებულ და მესამე პირთა უფლებების დაცვა და სამშენებლო საქმიანობაში რისკების შემცირებაა. კერძოდ, გამოყენების პირობების სრულად განსაზღვრა ნებართვის გაცემის პირველივე სტადიაზე გამოავლენს ყველა შესაძლო შემაფერხებელ თუ სამშენებლო განვითრების შემზღუდავ გარემოებას“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)