|
2022-09-16 11:10:52, 1353 ნახვა
ეკონომიკა
გერმანიის მთავრობამ კონტროლზე აიყვანა რუსული გაზის და ნავთობის შვილობილი კომპანიები
გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ როსნეფტის შვილობილი კომპანიები ქვეყანაში ფედერალური ქსელის სააგენტოს კონტროლს გადასცა. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის სამინისტრომ განაცხადა. რუსული კომპანიის Rosneft Deutschland-ისა და RN Refining & Marketing-ის ორი შვილობილი კომპანია, ისევე როგორც Rosneft-ის აქციები სამ გადამამუშავებელ ქარხანაში: PCK Raffinerie (Schwedt), MiRo (კარლსრუე) და Bayernoil (ვოგბურგი) გერმანიის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა. გერმანიის მთავრობამ განმარტა, რომ მათ გადაწყვიტეს საწარმოების კონტროლი ენერგოუსაფრთხოების საფრთხის გამო აეღოთ. ეკონომიკის სამინისტრომ როსნეფტის ადგილობრივ სამმართველოს უწოდა გერმანიის ნავთობგადამამუშავებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, რომელიც ქვეყნის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის დაახლოებით 12%-ს შეადგენს. როსნეფტმა ამაზე კომენტარი არ გააკეთა. აპრილში გერმანიის მთავრობამ რუსული გაზპრომის შვილობილი კომპანია Gazprom Germania გადასცა ფედერალური ქსელის სააგენტოს კონტროლს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)