01:26 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-14 13:33:10, 1342 ნახვა

ეკონომიკა
„საჭიროა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმა“ - ევროკავშირი პუტინის გაზის შანტაჟს პასუხობს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეშვიდე თვეში, ევროკავშირი ავითარებს გეგმას ელექტროენერგიის კომპანიების შემოსავლების შეზღუდვის მიზნით. ამის შესახებ T ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა .

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ამ ინიციატივას შეუძლია 140 მილიარდი დოლარის მოზიდვა, რათა დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ ენერგეტიკული ფასების ზრდის გამო.

ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ საჭიროა "ელექტროენერგიის ბაზრის ღრმა და ყოვლისმომცველი რეფორმა", რათა შემცირდეს ბუნებრივი აირის გავლენა ფასების დაწესებაზე.

„ჩვენს სოციალურ საბაზრო ეკონომიკაში მოგება ნორმალურია, ეს კარგია. მაგრამ ჩვენს დროში არ არის სწორი ულტრა მაღალი რეკორდული შემოსავალი და მოგება ომის ხარჯზე და მომხმარებლების ხარჯზე. ამ დროს მოგება. უნდა დაიყოს და გაუგზავნოს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.ჩვენი წინადადება წევრი ქვეყნებისთვის 140 მილიარდ ევროზე მეტს შეაგროვებს, რათა მათ პირდაპირ შეამსუბუქონ დარტყმა“, - განაცხადა მან.

2022 წლის 7 სექტემბერს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროკომისია ელექტროენერგიის ფასის შეზღუდვაზე მუშაობდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics