|
2022-09-10 13:57:49, 1643 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტსა და ბარდოს შორის პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციასთან ერთად პოლონეთში 31 -ე ეკონომიკურ ფორუმში ,,კარპაჩი 2022" ღებულობდა მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბარდოსკომუნაში, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ და ქალაქ ბარდოს მერმა კრიშტოფ ჟეგანსკიმ პარტნიორული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელმოწერის ღონისძიებას, აჭარის დელეგაცია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე ესწრებოდა. ხელმოწერამდე შეთანხმება, ბარდოსკომუნის საბჭოს სხდომაზე კანონმდებლებმა ერთხმად დაამტკიცეს. პოლონეთისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამოცდილების გაზიარებას, თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობას, ევროკავშირის ფონდებიდან, კომუნალური და საერთაშორისო პროგრამებიდან რესურსების გამოყენებას, ტურიზმის, საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვასფეროებში აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს. აჭარის დელეგაცია ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალს - ცეზარ ფშიბილსკის, ვიცე-მარშალს - მარჩინ კჟიჟანოვსკის დავროცლავის მერს - იაცეკ სუტრეკს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. კარპაჩის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში დაესწრნენ რეგიონულ საინვესტიციო გამოფენასა და ეკონომიკურ საკითხებზე გამართულ პლენარულ სხდომებს, ასევე სკლარსკა პორებაში ქვემო სილეზიის სპორტული ცენტრის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებას. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორიმეგობარი და პარტნიორი ქვეყნის რეგიონებს შორის მეგობრულ, ეკონომიკურ, საქმიან ურთიერთობებსა და სამომავლოდ დაგეგმილ ერთობლივ პროექტებზე. ქედის მერი როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის კულტურული, ტრადიციული, ტურისტული პოტენციალისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციით წარსდგა.
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)