|
2022-09-08 11:01:26, 1542 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „აგროკონსორციუმის“ პროდუქცია ექსპორტზე გადის
საქართველოს ბანკი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან თანამშროლობით წეროვანში კომპანია „აგროკონსორციუმი“ ყველისა და ნაღების წარმოებასთან ერთად, სოუსების წარმოებას ავითარებს. კომპანიის პროდუქციიდან ჩილის სოუსი და ნატურალური კარაქი კი უკვე ექსპორტზე, ამიერკავკასიის ქვეყნებში გადის. პროექტის ჯამური ღირებულება 973 000 ლარია. ბანკის ინვესტიცია 417 000 ლარს შეადგენს. „ჩვენი კომპანია გამოირჩევა იმით, რომ დივერსიფიცირებულია რამდენიმე მიმართულებით და ვაწარმოებთ, როგორც ყველს, ნატურალურ კარაქს, სპრედებს და სპეციალურ ცხიმებს, ასევე, სოუსებს. საწარმოს გააჩნია ტიპოგრაფია და შესაფუთი მასალების დამზადების საამქრო, რაც მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას გვანიჭებს. გასულ წელს 825 000 კგ ყველი ვაწარმოეთ, ხოლო წარმოებული სპრედების რაოდენობამ 781 000 კგ-ს მიაღწია. გვინდა ჩილის და სხვა სოუსების მოდერნიზება და ავტომატიზაცია მოვახდინოთ. ქარხანაში, ადგილზევე დავამზადებთ ბოთლის შესაფუთ ეტიკეტებსა და თავსახურებს, მოდერნიზებას გავუკეთებთ დაფასოებასაც. ამით საამქროს საწარმოო სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაიზრდება და შევძლებთ როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ ბაზარზე კიდევ უფრო მეტი წილის დაკავებას“,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ლევან ბერიაშვილმა. „ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთ ბიზნესს, რომელიც წარმატებით ავითარებს საქმიანობას, გადის ექსპორტზე და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)