|
2022-08-31 14:57:00, 1844 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინო კორეაში ღვინის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში საერთაშორის ფესტივალზე "Daejeon International Wine Festival" ქართული ღვინის 24 მწარმოებლის, როგორც დიდი კომპანოების, ასევე მცირე მარნების ღვინო იყო წარმოდგენილი. ღვინის ფესტივალის "Daejeon International Wine Festival" საზეიმო გახნის ცერემონია 26 აგვისტოს კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ დეჯონში უმსხვილეს საგამოფენო ცენტრში"Daejeon Convention Center" გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა, მარიამ მეტრეველმა. ღვინის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართველი ღვინის ექსპერტმა, მეღვინე ლადო უზუნაშვილმა და ჰოლანდიელმა ღვინის მწერალმა საიმონ ვულფმა ქართული ღვინის მასტერკლასი ჩაატარეს. ქართული ღვინის სტენდი "Daejeon International Wine Festival"-ზე პირველად იყო წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკაში ქართულ ღვინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება, რასაც ადასტურებს ადგილობრივი ღვინის ექსპერების, ბაიერებისა და ვიზიტორების სიმრავლე ქართული ღვინის სტენდთან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)