09:15 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-07-24 17:27:22, 1991 ნახვა

რეგიონი
ქობულეთში ახალი ბულვარი გაიხსნა

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ქობულეთში ახალი ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.

ქობულეთის ახალი ბულვარი დღეს ოფიციალურად აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ გახსნეს. რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაოების ღირებულებამ 8,100,000 ლარი შეადგინა. 

პროექტის მიხედვით, მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე მოეწყო ბულვარი. ბულვარის მთელ სიგრძეზე აშენდა გამყოფი კედელი, ველო ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული და კომერციული ზონები.  საბავშვო-გასართობ სივრცეებში დაიდგა ატრაქციონები, ხოლო სპორტულ ზონაში მოეწყო ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნები. ახალ ბულვარში აშენდა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, ძველ ბულვართან დასაკავშირებლად კი, აშენდა საფეხმავლო ხიდი.

განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი ბულვარით უკვე ისარგებლებენ როგორც მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, ისე კურორტის სტუმრები.

 

 

.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics