|
2022-07-12 13:06:00, 1112 ნახვა
ეკონომიკა
რას წარმოადგენს კომპანია, რომელიც საქართველოში აღმოჩენილ 16 მლრდ მ3 მოცულობის გაზს ოპერირებს
საქართველოში 16 მილიარდი მეტრ კუბის მოცულობის ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის, გიორგი ტატიშვილის ინფორმაციით, მისი ათვისების პირობებში, ქვეყანას რვა წლის ბუნებრივი აირის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შეეძლება. ამჟამად, ლიცენზიის ოპერატორია კომპანია Block Energy, რომელიც 2018 წლიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული. ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს Block Energy-ის $6.1 მილიონის შემოსავალი და $4.8 მილიონის ზარალი ჰქონდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ანუ მისი აქციების ღირებულების ჯამი 9.4 მილიონი გირვანქა სტერლინგია. კომპანიის ერთი აქცია 1.35 გირვანქა სტერლინგი ღირს. გიორგი ტატიაშვილის ინფორმაციით, Block Energy ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, რომელიც სავარაუდოდ მუშაობას ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში დაიწყებს. "აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს. ამის პარალელურად, ძველ ჭაბურღილებშიც აკეთებს ჰორიზონტალურ ბურღვებს Block Energy, რამაც 80%-ით გამოიწვია გაზის ამოღების ზრდა. Block Energy-ს აქვს 30 მილიონი კუბური მეტრის ამოღება, რაც არის მაგალითად, თელავის ან საგარეჯოს მოხმარების ტოლი. მას შემდეგ, რაც ამ ჭაბურღილს აითვისებს, ეს რიცხვები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იქნება,” - განაცხადა “საქმის კურსის” ეთერში ნავთობისა და გაზის სახელმწიფოს სააგენტოს უფროსმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა ეძებს საერთაშორისო ინვესტორს, რომელიც შავი ზღვის შელფზე აჭარის მიმდებარედ არსებულ სალიცენზიო ბლოკში ნავთობისა და გაზის ძებნა/ძიებით სამუშაოებს ჩაატარებს. ტენდერში მონაწილეობაზე დაინტერესება საერთაშორისო ენერგეტიკულმა კომპანიებმა გამოხატეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)