|
2022-07-06 15:40:20, 1248 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მზარდია ევროკავშირისა და ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა
„საქართველოში ტურიზმის აღდგენა დადებითი დინამიკით გრძელდება. ივნისში ტურისტული ვიზიტები 64 პროცენტით, ხოლო მაისის მაჩვენებლების ტურიზმიდან შემოსავლები 96 პროცენტით აღდგა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მზარდია ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა, რაც სექტორის შემოსავლებზე დადებითად აისახება - ამ ქვეყნების მოგზაურები მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა 2022 წლის ტურისტული სექტორის აღდგენის დინამიკა. „ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაოებს, რაც ეხმარება ქვეყანას, სწრაფად აღადგინოს ტურიზმის სექტორი, მათ შორის, მოვიზიდოთ უფრო მეტი ავიაკომპანია, რომ გვქონდეს მეტი პირდაპირი რეისი სამიზნე ქვეყნებთან," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)