|
2022-06-30 11:01:22, 1111 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება
„საქართველოს ბანკი“ ქვეყნის მასშტაბით ბიზნესპროექტების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სენაკში აგრომეურნეობა ფართოვდება. პროექტი 0,15 ჰა-ზე გაშენებულ მარწყვის სათბურებს, სამაცივრე მეურნეობასა და თაფლის წარმოებას აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულება 610,000 ლარს უტოლდება. „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით, ჩვენი ბიზნესი ზრდას და განვითარებას განაგრძობს. მოსავლის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ვახორციელებთ. ამჟამად თაფლის რეალიზაცია 2 ტონას, ხოლო მარწყვის - 5 ტონას უტოლდება. პროდუქტზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, გეგმაში გვაქვს დამატებითი ფართობის ათვისება და ახალი ბაღების გაშენება. ბანკთან პარტნიორობით, შევძელით სამაცივრე მეურნეობის მოწყობაც, რომელიც 20 ტონამდე მოსავალს ინახავს. გვინდა სამომავლოდ მეტად გავაფართოვოთ ჩვენი აგრობიზნესი, მეტი ადგილობრივი დავასაქმოთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვუზრუნველვყოთ პროდუქციის რეალიზაცია“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, დავით კუჭუხიძე. „ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება. მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენი მიზანია მეტად გავუმარტივოთ მომხმარებელს საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომა, მეურნეობის განვითარება და მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მსგავსი ბიზნესპროექტების მხარდაჭერას“, - აცხადებს „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსი, გიორგი ბოჩიკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)