|
2015-02-04 12:50:13, 814 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სახსრების ენდოპროთეზირების ოპერაციას ყველა მოქალაქეს დაუფინანსებს
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა „სახსრების ენდოპროთეზირება“ ამოქმედდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მკურნალობა დაფინანსდება შემდეგი პროპორციებით: 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პაციენტებისთვის ფაქტიური ხარჯის 90 %-ით; დანარჩენი ბენეფიციარებისთვის (რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 100 000–დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები) ფაქტიური ხარჯის 80%-ით; სხვა დანარჩენი მოქალაქეებისათვის ფაქტიური ხარჯის 70%–ით. დაფინასების ზღვრული თანხა 4000 ლარს შეადგენს. პროგრამა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. პროგრამების სრული ვერსია იხილეთ ელექტრონულ მისამართზე: www.adjara.gov.ge ან დაუკავშირდით, ტელ: (0422) 247972, (0422) 24-79-64
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)