12:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 23:32:05, 1394 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტი უკრაინელი ხალხისათვის ჰუმანიტარული დახმარების აქციას იწყებს

კასპის მუნიციპალიტეტი მოძმე უკრაინელი ხალხისათვის იწყებს ჰუმანიტარული დახმარების აქციას. ამბავს კასპის მუნიციპალიტეტის მერია იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფინანსები მოხმარდება განსაცდელის წინაშე მდგომ უკრაინელთა ოჯახებს. „მუნიციპალიტეტის მერია აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესექტორს და მოქალაქეებს.

ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას კასპის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.

ტვირთის დასაწყობებისთვის ფართი გამოყოფილია კასპის სპორტკომპლექსის მრგვალ დარბაზში, რომლის მიღებაც შესაძლებელია 1 მარტიდან ყოველდღე 10:00 საათიდან 18:00 საათის ჩათვლით.

მისამართი: კასპი, სააკაძის ქუჩა #38.

კომუნიკაციისა და ინფორმაციისათვის საკონტაქტო ტელეფონები:

599 95 29 13; 599 85 74 24“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics