|
2015-02-04 11:27:44, 833 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დაპირისპირება მოხდა
თბილისის საქალაქო სასამართლო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ირაკლი ფირცხალავასა და შსს-ს ყოფილი თანამშრომლების ბრალეულობაზე მსჯელობს. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, თუმცა პროცესის დაწყებამდე სხდომათა დარბაზის მიმდებარედ ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები და დაკავებული სპეცრაზმელების ნათესავები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ითხოვდა, დღევანდელი სასამართლო პროცესი დიდ დარბაზში ჩატარებულიყო, რადგანაც ამ პროცესზე დამსწრე ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდია. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც სასამართლოში სამეგრელოში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული თენგიზ გუნავა და შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოტა უტიაშვილი მივიდნენ, მეორე დაპირისპირება მოხდა. მათ „თავისუფალი თაობის“ წევრებმა და მისმა ლიდერმა ლადო საღობელაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. სიტუაცია ადგილზე მობილიზებულმა საპატრულო პოლიციამ განმუხტა, თუმცა ამ დროისთვის ხმაური სასამართლოს პროცესზე შესვლასთან დაკავშირებით გრძელდება.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)