|
2021-12-12 18:04:29, 4540 ნახვა
სპორტი
პარატაეკვანდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
11 დეკემბერს, სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს პარატაეკვანდოს ნაკრებმა, ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირში მონაწილეობას, სულ 150 ქვეყანა იღებდა. თითო ქვეყანა კი, ექვსი პარასპორტსმენით იყო წარმოდგენილი. საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, გიორგი ხიზანიშვილმა და გოგა ხახალაშვილმა ჩემპიონატზე მონაწილეობისას, მესამე ადგილი დაიკავეს, რის გამოც ბრინჯაოს მედლების მფლობელებიც გახდნენ. ერთ-ერთმა პრიზიორმა, გიორგი ხიზანიშვილმა, თავის „ფეისბუკის“ გვერდზე მადლობა გადაუხადა, როგორც თავის მწვრთნელს, ასევე, ექიმს და აღნიშნა, რომ კორონავირუსის გადატანის გამო, გამოტოვებული ორკვირიანი მზადების მიუხედავად, მან წარმატებას მაინც მიაღწია. „მიუხედავად იმისა, რომ კორონა ვირუსი გადავიტანე და ის ორკვირიანი მომზადება, რაც ჩვენმა გუნდმა გაიარა მე ვერ შევძელი, თუმცა მაინც წარმატებით დასრულდა მეცხრე, მსოფლიო პარა-ტაეკვანდოს ჩემპიონატი, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბულში გაიმართა!.. მადლობა ყველა გუნდის წევრს! უამრავი რამის თქმა მინდა და გაზიარება თქვენთვის, ვიცი, რომ ყველა ჩემი კეთილის მსურველი ხართ ამ სივრცეში, თუმცა მოგვიანებით... ბედნიერი ვარ მოკლედ იმით, რომ ყველა გუნდის წევრი არის ძალიან სწრაფად პროგრესირებადი და უახლოეს მომავალში ისეთ შედეგებს დავდებთ და ისეთ წარმატებას მოვუტანთ ქვეყანას, როგორც ჩვენ შეგვშვენის! მადლობა გვერდით დგომისთვის, ყოველი ჩემი სიხარულის თუ წარმატების გაზიარებისთვის!“, - წერია განცხადებაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)