12:56 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-09 15:38:52, 1170 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტული პროდუქტების წარმოსაჩენად საიმიჯო ფოტობაზის განახლება მიმდინარეობს

რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საიმიჯო ფოტობაზას ანახლებს. ფოტოგადაღებებში ორი ცნობილი ფოტოგრაფია ჩართული, რაც ერთის მხრივ აჭარის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულების წარმოჩენას, მეორეს მხრივ კი აჭარული სამზარეულოს პოპულარიზაციას ემსახურება.

აჭარული სუფრისა და გასტრონომიის გადაღებებისას ფოტოგრაფის ობიექტივში  15-მდე აჭარული კერძი, ავთენტურ გარემოში გაშლილი ქართული სუფრა, თევზის ნატურმორტი, მანდარინობის რთველი და თევზაობის პროცესი მოხვდა. მასზე ფოტოგრაფი ირმა შარიქაძე მუშაობდა.

რეგიონის სარეკლამო-საიმიჯო ფოტოგადაღებისას, რომელზეც ზურა ქართველიშვილი მუშაობს,  აქცენტი აჭარის სამთო, საზღვაო, ეკო და სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტებზე გაკეთდა. გადაღებები ბათუმში, ბოტანიკურ ბაღში, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და აჭარის ტურისტულად აქტიურ სოფლებში ივლისიდან მიმდინარეობს. განახლებული საიმიჯო ფოტოებით აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო მედიასაშუალებებსა და ონლაინ პლატფორმებზე 2022 წლიდან იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics