13:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-17 16:45:57, 1229 ნახვა

რეგიონი
სასურსათო ამანათები შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის – სამცხე–ჯავახეთში მოსახლეობის დახმარების კამპანია გრძელდება

სასურსათო ამანათები შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი, სამხარეო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობითა და World Vision საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით, შეჭირვებული მოსახლეობის დახმარების კამპანიას აგრძელებს.

საქველმოქმედო ღონისძიებები, რომელიც ერთობლივი კოორდინაციის ფარგლებში რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის პირველადი მოხმარების კვების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დარიგებას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე, დახმარებას ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 150 ოჯახი მიიღებს. შეჭირვებულ ოჯახები დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რუბენ კარაპეტიანმა და მერიის თანამშრომლებმა პირადად მოინახულეს და აღნიშნული დახმარება გადასცეს.

ამანათების მზადების პროცესს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენლებთან ნინო ლომიძესთან და ელენე ბეგიაშვილთან ერთად გაეცნენ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის პერიოდში მხარის მუნიციპალიტეტებისა და სამცხე- ჯავახეთის განვითარების ცენტრის აქტიურ თანამშრომლობაზე და ერთობლივ სოციალურ პროექტებზე.

 

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics