|
2015-02-02 16:42:01, 762 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის ექიმებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანებს შეიძენს
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის მაღალი გამავლობის ავტომანქანებს შეიძენს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. სამინისტრო პროგრამას გაეროს მოასახლეობის ფონდის თანადაფინანსებით განახორციელებს. პროგრამაში, გაეროს მოსახლეობის ფონდის ჩართულობის მზადყოფნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაჰიდულ ჰაქიმ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე გამოთქვა. „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“ პროგრამა 2015 წლის ბოლომდე განხორციელდება. პროგრამის ფარგლებში ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებს მაღალი გამავლობის 10 ავტომანქანა გადაეცემა. ცნობისთვის, გასულ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაეროს მოასახლეობის ფონდის მხარდაჭერით მაღალი გამავლობის 21 ავტომანქანა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის შეიძინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)