14:37 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-22 15:34:17, 916 ნახვა

რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი მოვალეობის შემსრულებელი საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა ომარ ტაკიძემ, ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღომას და საყენდრიას მთებში გამართა. ადგილობრივებს მოახლოებული სახალხო დღესასწაული ,,შუამთობა“ მიულოცა და გაზრდილი ბიუჯეტის ფაგლებში, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და ტურიზმის განვითარებაზე ესაუბრა.

საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობა უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით. ადგილობრივებს, სეზონის დასრულებამდე მოემსახურება თსპ ექთანი და პერიოდულად მოხდება ამბულატორიის ექიმების გასვლაც. სარგებლობენ უფასო მგზავრთა ტრანსპორტირების პროგრამით.

მიმდინარე წელს ღომაზე დაიწყება ახალი ელექტროგაყვანილობის ქსელის მშენებლობა. შემუშავებულია მთის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც სამომავლოდ საკურორტო ადგილს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics