|
2021-07-09 13:44:58, 1133 ნახვა
სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენს ჯარს დღეს პარტნიორები იცნობენ როგორც გაბედულ, მამაც და ღირსეულ ჯარს და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა
„ჩვენს ჯარს დღეს პარტნიორები იცნობენ როგორც გაბედულ, მამაც და ღირსეულ ჯარს და ეს სწორედ თქვენი დამსახურებაა“, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს ღონისძიებაზე, რომელიც ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის დასრულებას მიეძღვნა. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართველმა სამხედროებმა მისიაში პროფესიონალიზმით, თავდადებითა და მებრძოლი სულით საუკეთესოდ წარმოაჩინეს ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარი. ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, 2004 წლიდან, ავღანეთში მიმდინარე მისია ნათლად მოწმობს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მან მშვიდობისმყოფელებს მისიიდან დაბრუნება მიულოცა და ათასობით სამხედროს, ვინც წლების განმავლობაში სხვადასხვა როტაციის დროს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მსახურობდა, ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიის მანძილზე ქართველმა სამხედროებმა მიიღეს საბრძოლო გამოცდილება, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა თავდაცვის ძალების დონე. მან პატივი მიაგო ქართველი გმირების ხსოვნას, რომლებმაც მსოფლიო მშვიდობის უზრუნველყოფასა და ტერორიზმთან ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს; ასევე, მადლობა გადაუხადა მისიის შესრულებისას დაჭრილ-დაშავებულ ასობით ქართველ სამხედროს. მისივე განმარტებით, ჩვენი სამხედროების მაღალი რეპუტაცია, მომავალშიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. „საქართველოს თავდაცვის ძალები მუდმივად იქნება მზად, შეასრულოს ყველა დაკისრებული ამოცანა მისთვის დამახასიათებელი უმაღლესი პროფესიონალიზმით“, - აღნიშნა მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროებს მხარდაჭერა აღუთქვა: „გპირდებით, რომ არ დავზოგავთ თავს და განვაგრძობთ თქვენზე და თქვენს ოჯახებზე ზრუნვას. გპირდებით, რომ საკანონმდებლო დონეზე შეგიქმნათ საცხოვრებელი და სხვა სოციალური გარანტიები. გპირდებით, რომ საქართველოს ჯარისკაცი იქნება კიდევ უფრო დაფასებული და ამაყი“.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)