|
2021-07-04 15:00:34, 1075 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადის საველე სწავლება დასრულდა
ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. ბატალიონის დონის გეგმიურ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტები მონაწილეობდა. სწავლებას ადგილზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე და 51-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ჩიხრაძე დააკვირდნენ. დასკვნით წვრთნაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა და ჰაერსაწინააღმდეგო ჯგუფებმა საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა საველე პირობებში საბრძოლო მომზადებას, საცეცხლე მხარდამჭერი ელემენტების შერწყმას, კოორდინირებულ მუშაობას, მართვას და კონტროლს ითვალისწინებდა. მეორე ფაზაში პირადი შემადგენლობის ჯგუფური შეფასება განხორციელდა. მესამე დასკვნითი ფაზა კი, საცეცხლე პოზიციების დაკავებითა და საბრძოლო სროლებით დასრულდა. წვრთნების მიზანს ქვედანაყოფებსა და მხარდამჭერ ელემენტებს შორის არსებული მართვისა და კონტროლის სისტემის დახვეწა, შერწყმა და გაუმჯობესება წარმოადგენდა.
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)