|
2021-06-18 16:40:41, 1190 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე „ტვ პირველის“ ჩანაწერების შესახებ პროკურატურის დასკვნას სასაცილოს და კარიკატურულს უწოდებს
სასაცილოა და კარიკატურულია ეს ყველაფერი, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკნაოიძე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას, რომლის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები მოდელირებული და გაყალბებულია. მისი თქმით, პროკურატურას საზოგადოების მხრიდან ყველაზე დაბალი ნდობა აქვს. „ის ადამიანი, რომელიც წარმოდგენილი იყო ახლა და პროკურატურის სახელით საუბრობდა და ფალსიფიკაციაზე აკეთებდა აქცენტს, უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი მისი უშუალო უფროსების დავალებით ახდენს ძალიან ბევრი პოლიტიკური საქმის ფალსიფიკაციას. ამიტომ, როდესაც ასეთ ბრიფინგზე გამოვა და ვერ ჩამოყალიბდება აუთენტურია თუ არ არის აუთენტური ჩანაწერი, ფალსიფიცრებულია თუ არა, ეს არის იმის დადასტურება, როგორი მართლმსაჯულების სისტემა გვაქვს. ერთი ვერ გავიგე, მილისტები რას ნიშნავს, მგონი უნდა ჩამოყალიბდნენ ქართულად მეტყველებენ თუ რას აკეთებენ, ამიტომ სასაცილოა და კარიკატურულია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)