20:30 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-16 23:08:03, 613 ნახვა

კომენტარი
ფინანსთა მინისტრი - განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია

განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სასწავლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიულოცა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო სააგენტოს (FIBAA) ოფიციალური აკრედიტაციის მოპოვება და წარმატებები უსურვა.

„ფინანსთა სამინისტროს თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლასთან საკმაოდ ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს.  მოხარული ვარ, რომ სკოლის ბევრი კურსდამთავრებული ძალიან წარმატებით საქმიანობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. განათლების სისტემა და ძლიერი ადამიანური კაპიტალი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტია. ეს არის განვითარებულ ქვეყნებს შორის საქართველოს მოხვედრის კარგი შესაძლებლობა. დარწმუნებული ვარ, FIBAA-ს ოფიციალური აკრედიტაციის მიღების შემდეგ, თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა კიდევ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი გახდება აბიტურიენტებში, ახალგაზრდებში, ვინც დაინტერესებულები არიან სწავლის გაგრძელებით.  წარმატებები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას (ISET). ვფიქრობ, მათი ეს აღიარება სტიმული იქნება სხვა უნივერსიტეტებისთვისაც", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics