|
2021-06-16 17:49:08, 892 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ბრიტანული შტამი იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში
„ბრიტანული შტამი იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში“, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა. „ძალიან მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა ინდური შტამისგან ვაქცინები და კოვიდგადატენილებში იმუნიტეტი. მთელი რიგი კვლევებია, რომ იცავს როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს, თუნდაც ბრიტანული შტამის შემთხვევაში. თუმცა, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავენ ინდური შტამისგან. ინდურ შტამზე ჯერ არ ვიცით, რადგან მხოლოდ 10 პროცენტია სავარაუდოდ პრევალენტობა, ბრიტანული შტამი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში, მათ შორის ახალგაზრდა ასაკშიც. მოიმატა ახალგაზრდა ასაკში შემთხვევების რაოდენობამ და მძიმედ მიმდინარე შემთხვევების რაოდენობამაც“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)