15:23 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 10:34:47, 1278 ნახვა

რეგიონი
შეთანხმება შედგა - შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილობა შეწყვიტა

„ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროტესტის მონაწილეებს შორის შეთანხმება შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

„კომპანიის შეთავაზებას პროტესტის ყველა მონაწილე დათანხმდა. კონსტრუქციული მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ზიანის შეფასების შემთხვევაში მათ ექნებათ არჩევანის უფლება. ზიანის შეფასება განხორციელდეს არსებული მოდელით, რომლის შესახებ უკვე არსებობს ჩანაწერი სოფელს და კომპანიას შორის გაფორმებულ მემორანდუმში, ან მათივე მოთხოვნის მიხედვით ზიანის შეფასება უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურომ. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დოკუმენტით დადასტურდა და მას იურიდიული ძალა აქვს. ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს თან ერთვის „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის და პროტესტის მონაწილეთა ხელმოწერები“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ შუქრუთის მოსახლეობა 100 დღეზე მეტია კომპენსაციას ითხოვდა, რის გამოც მათმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics