|
2021-05-31 18:00:54, 650 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ჩვენი პოლიტიკის, ბიზნესის ძალისხმევისა და ნიჭიერი მოქალაქეების შრომით შევძლებთ, ეკონომიკური ზრდის ოპტიმისტურ სცენარს მივუახლოვდეთ
„ძალიან სასიხარულოა ის შედეგი, რაც დღეს გააჟღერა „საქსტატმა" - აპრილის თვეში დაფიქსირებული, 45 პროცენტიანი მაჩვენებელი მართლაც ისტორიული, ნახტომისებური ეკონომიკური ზრდაა. ასევე რომ გამოვრიცხოთ პანდემიის ეფექტი და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადაროთ, თითქმის 21 პროცენტიანი ზრდა გვაქვს. ორივე მაჩვენებელი არის ისტორიული მაქსიმუმი, რადგან უახლოეს ისტორიაში, წინა წლებში მსგავსი მაღალი ნახტომისებური ეკონომიკური ზრდა არ დაფიქსირებულა" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა. „ამან მოგვცა საშუალება, გადახედილიყო წლიური, 3,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის კონსერვატიული პროგნოზი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვითვლიდნენ - პრაქტიკულად, ეს მაჩვენებელი გაორმაგდა ანუ 6.5-ია და ეს არის საბაზისო, არაოპტიმისტური სცენარი, ხოლო ოპტიმისტური შეიძლება იყოს ორნიშნა ზრდა - 10 პროცენტზე მეტი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის შეფასებით, თუ 2020 წელს, პანდემიის გამო, საქართველოს ეკონომიკა 6.1 პროცენტით შემცირდა, ჩვეულებრივად, საბაზისო სცენარი რომ განვითარდეს და 6.5 პროცენტით გავიზარდოთ, ეს ნიშნავს, რომ სრულად ვანულებთ პანდემიის შედეგს და გადავდივართ პოზიტიურ დინამიკაზე. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პოლიტიკის შედეგად, ბიზნესის ძალისხმევის შედეგად, ნიჭიერი მოქალაქეების შრომის შედეგად შევძლებთ, რომ ოპტიმისტურ სცენარს მივუახლოვდეთ და ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ არამარტო პანდემიის შედეგებს ვანულებთ, არამედ ვუბრუნდებით მაღალი ზრდის ტრაექტორიას და მომავალი წელიც ასევე იქნება - სულ მცირე, 6 პროცენტზე მეტი ზრდა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ პანდემიით მიღებული გამოწვევა და გაკვეთილი გამოვიყენეთ, რომ პრაქტიკულად, ძალიან სწრაფად განვავითარეთ ეკონომიკა და თითქმის ყველა დარგი უჩვენებს ზრდას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)